IT Outsourcing - სააბონენტო მომსახურება ორგანიზაციებისთვის:
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას ორგანიზაციების წარმატებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის საჭიროა ძლიერი IT განყოფილება, რომელიც მრავალი ორგანიზაციისთვის საკმაოდ ძვირია.
ყველამ ვიცით თუ როგორი ტემპებით ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგიები, მისი მომსახურება და ეფექტური გამოყენება მოითხოვს IT პერსონალის რაოდენობის ზრდას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან. ამიტომ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ზოგიერთი მსხვილი კომანიისთვის უფრო მომგებიანია Outsourcing–ი, ანუ გარე კომპანიის მომსახურება. ამ გზას უკვე მრავალი ორგანიზაცია მიმართავს და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება.
IT Outsourcing–ი გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის გადაცემას მომსახურე კომპანიაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და ვადებით.
IT Outsourcing–ით სარგებლობას აქვს მრავალი დადებითი მხარე:
1. მიიღებთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ერთიანი ჯგუფის მომსახურებას, რომელთაგან თითოეულს გააჩნია ღრმა სპეციალიზაცია ამ სფეროში. ასეთი ჯგუფის საერთო ცოდნის ღირებულება და პრობლემის გადაწყვეტის უნარი ძალიან მაღალია და სასიკეთოდ წაადგება ნებისმიერ ორგანიზაციას; 2. თქვენ არ გადაიხდით თითოეულ IT თანამშრომელზე საშემოსავლო გადასახადს; თავისუფლდებით IT თანამშროლებთან დაკავშირებული საკადრო პრობლემებისგან (შინაგანაწესი, სპეციალისტის ძიების ხარჯები, გასაუბრების მოწყობა, დრო ადაპტაციისთვის, სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება, თანამშრომლის შენარუნება და ა.შ.); 3. თავისუფლდებით IT სპეციალისტის სამუშაო პირობებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისგან (კომპიუტერი, საოფისე ტექნიკა და ავეჯი, დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები და ა.შ.); 4. თანამშრომელი გადის შვებულებაში, ხდება ავად ან მიდის სამსახურიდან - გარე კომპანიის მომსახურების მიღებისას ეს პრობლემები მოხსნილი გაქვთ; 5. არ მოგიწევთ დროის ხარჯვა საკუთარი IT განყოფილების მართვაზე და მეტ დროს დაუთმობთ თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებას; 6. საერთო ჯამში, IT Outsourcing–ი მნიშვნელოვნად ამცირებს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების ხარჯებს და ორგანიზაციის IT სისტემას ქმნის უფრო ეფექტურს და საიმედოს.
რას მიიღებთ ჩვენი ფირმის მომსახურებით სარგებლობისას:
1. ჩვენი ფირმის კვალიფიციური სპეციალისტების ოპერატიულ და მაღალხარისხიან მომსახურებას; 2. ურთიერთობის მოქნილ ფორმას, რომელის მორგებული იქნება თქვენი კომპანიის სპეციფიკაზე; 3. სპეციალისტების გეგმიურ ვიზიტებს, სისტემის გამართულად მუშაობის შესამოწმებლად; 4. Online დახმარებას, სატელეფონო ზარის ან დაცილებული მართვის რომელიმე სისტემის გამოყენებით; 5. ჩვენი სპეციალისტების ადგილზე მომსახურებას, თუ პრობლემა ვერ გვარდება Online დახმარებით; 6. სისტემის 24 საათიან მონიტორინგს; 7. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას და შემოგთავაზებთ მხოლოდ გამოცდილ და მაღალეფექტურ თანამედროვე გადაწყვეტილებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად ან ძველის გასაუმჯობესებლად.
მომსახურებაში შედის:
1. IT ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, განხორციელება და მხარდაჭერა ან უკვე არსებულის გაუმჯობესება; 2. სრული პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა და შემდგომში მისი მომსახურება; 3. უსაფრთხოების და ანტივირუსული სისტემების დანერგვა/გაუმჯობესება და შემდგომი ადმინისტრირება; 4. ლოკალური ქსელის მოწყობა/გაუმჯობესება და მისი ადმინისტრირება; 5. ინტერნეტ რესურსებთან წვდომის მონიტორინგის და კონტროლის სისტემის დანერგვა/გაუმჯობესება; 6. მომხმარებელთა უფლებების განაწილებაზე კონსულტაცია და განხორციელება; 7. ინფორმაციული სისტემის აუდიტი; 8. ნებისიერი სხვა გაუმართაობის აღმოფხვრა.
მიიღეთ სპეციალისტთა ჯგუფის მაღალხარისხიანი და საიმედო მომსახურება!
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და გაგიწევთ შესაბამის კონსულტაციას.